2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავს გამოეხმაურნენ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი, შედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხარეებს კი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
"13 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რამაც დაიწყო საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს, ასევე, აღნიშნავს პუტინის ომის დაწყებას დემოკრატიასთან. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად," - წერს შაჰინი Twitter-ზე.