16 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ცესკომ პარტიას "გახარია - საქართველოსთვის" საარჩევნო ნომრად 25 მიანიჭა

პარტიამ "საქართველოსთვის" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება - "გახარია - საქართველოსთვის."

პარტიამ, ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი - 25 მიენიჭა. 

შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი -  #25 გახარია - საქართველოსთვის.

დღის ამბები