პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, პროცესი დისტანციურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება.
განხილვაში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ, გაგზავნილ კითხვებს შესაბამისი კომისია დეპუტატებს მიაწვდის.
სახალხო განხილვაში ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი ცვლილებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ და მის მხარდაჭერას აპირებენ.
ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენ.პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.