ახალი შეზღუდვების მოლოდინში - შესაძლოა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება. საბჭოს სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს.