საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წეროვანში არსებულ დევნილთა დასახლებას ესტუმრა.
ლაშა დარსალიასთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირებს ნატოსა და ვეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა.
მათ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის მუშაობისა და ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
ახალი სამთავრობო კომისია რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. მისი მიზანი დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საერთო ეროვნული მიდგომის და ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბებაა.