16 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად" - პრემიერის თქმით, საჯარო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება.

როგორც მთავრობის ხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, ასევე იგეგმება მერების ხელფასების მატებაც.

"ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

ასევე ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, რომელიც არის უზარმაზარი ქალაქი და ხელფასი ჰქონდეს 2 000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები