პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
"6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გაუმჯობესდა
ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია.
ამას გარდა, Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია ორი საფეხური.
Fitch-ის გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.