16 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება, ჩვენს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან.

ამასთან, პრემიერმა უსაფრთხო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კანდიდატებს იმუნიზაციისკენ მოუწოდა.

"ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება და რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება, დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები