"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში მერობის კანდიდატი წარადგინა. ქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის სახელისუფლებო გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი- ნინო ლაცაბიძე.
ნინო ლაცაბიძე პარლამენტში შესვლამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, წლების განმავლობაში მუშაობდა დედაქალაქის მერიაში.