16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ყველა სფეროში გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.  

"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სერიოზული, ვინაიდან სწორედ თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ჩვენს მოსახლეობასთან. 

2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი, პრაქტიკულად, არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას, ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია.

და რაც მთავარია, ძალიან დიდი, მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში.

პოლიტიკური ძალა, მმართველი და ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები