"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, ასევე, განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.
""პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.