16 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
პანდემია და არჩევნები - პრემიერმა პარტიულ ღონისძიებაზე აცრისკენ ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდა

უმძიმესი ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში პოლიტიკურად ცხელი ზაფხულია. საარჩევნო კამპანიისთვის პარტიებს ორ თვეზე ნაკლები რჩებათ, რეკორდული სტატისტიკის ფონზე კი, მათ დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა მოუწევთ.

პოლიტიკოსთა ნაწილმა უკვე თქვა, რომ უარს იტყვის ხალხმრავალ შეკრებებსა და კარდაკარ პრინციპით შეხვედრებზე.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაანონსა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკუთარი წარმომადგენლების ვაქცინაციას.

პრემიერმა პარტიულ ღონისძიებაზეც აცრისკენ ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდა. სწორედ ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ.

დღის ამბები