"ქართული ოცნება" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. რუსთავის შემდეგ მარნეული, ბოლნისი და დმანისი - მმართველი გუნდის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები თავად წარუდგინეს. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
უშუალოდ კანდიდატებმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლის გადაჭრის პირობასაც არჩევის შემთხვევაში დებენ.