"მივწერე Facebook-ს, რომ დამატებით დაცვები დაამატოს" - მიხეილ სააკაშვილის თქმით, სუსმა მისი "ფეისბუქი" გატეხა
10-08-2021 21:26
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook -ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა.
"სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე,"-წერ მიხეილ სააკაშვილი.