მწვავე უკმაყოფილების და უსამართლობის განცდაა სახელმწიფოს მიმართ დმანისსა და ბუკნარში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებულ თემთა შორის ფორმალური შერიგების შემდეგ ამჟამად არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ რეალურად მხარეთა დასაახლოვებლად სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია და ფუნდამენტური რეფორმების დაწყების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.