16 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
კვლევის შედეგებმა ნათელი გახადა, რომ "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს - შალვა პაპუაშვილი

"გორბის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარდა, "ქართულ ოცნებაში" ბრიფინგით გამოეხმაურნენ.

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის თქმით, კვლევის შედეგებმა ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს.

"ტელეკომპანია "იმედის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე პერსონალური ფაქტორებიც ახდენს გავლებას და მოლოდინი არის, რომ კანდიდატების სრულად დასახელების შემდეგ ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.

დღის ამბები