"ქართული ოცნების" კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე ამბობს, რომ მას თბილისელების დიდი მხარდაჭერა და ნდობა აქვს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება.
მისი თქმით, ის არავის ეჯიბრება და საკუთარ საქმეს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ "გორბის" კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც მას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს:
"არავის არ ვეჯიბრები არაფერში მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ. ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობთ, რომ ეს კეთილგანწყობა და პატივისცემა დავაბრუნოთ კონკრეტული საქმეებით," - განაცხადა კახა კალაძემ.