18 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
"პრობლემების გადაჭრა, გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძლიერი გუნდი ძლიერ მერთან ერთად" - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, აუცილებელია აქტივობა არჩევნებზე,  რომ "ქართული ოცნების" გუნდი, კიდევ ერთხელ იქნას დამაჯერებლად წარმოდგენილი მუნიციპალურ არჩევნებზე. 

"პრობლემების გადაჭრა, გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძლიერი გუნდი ძლიერ მერთან ერთად. აუცილებელია თქვენი აქტივობა არჩევნებზე, თქვენი მხარდაჭერა, რომ ძლიერი "ქართული ოცნების“ გუნდი, კიდევ ერთხელ იქნას ძალიან დამაჯერებლად წარმოდგენილი მუნიციპალურ არჩევნებზე და გავაგრძელოთ ის განვითარება, რომელიც დაწყებულია და აუცილებლად მიგვიყვანს სანატრელ ოცნებასთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა, რადგან ყველა მუნიციპალიტეტი, არა მხოლოდ ზოგადი რეფორმები, არამედ ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს ევროპული ყაიდის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ მომავალი სამი წელი ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, რომ შევძლოთ 2024 წელს განაცხადის წარდგენა და საბოლოო მიზნის მიღწევა, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები