16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ჯარიმების მოცულობამ 70 მილიონი შეადგინა, მე მაშინ ვთქვი, ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმების შესახებ განაცხადა, რომ დაგროვებული ჯარიმების მოცულობამ ჯამში 70 მილიონი შეადგინა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მან გუნდში სწორედ ამის შემდეგ დააყენა საკითხი და თქვა, რომ "ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთო". 

"აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეიძლება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა, დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ – 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები