07 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
დღეს დიდგორობა აღინიშნება - საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენიდან 900 წელი გავიდა

დიდგორის ბრძოლიდან დღეს 900 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ადგილას აპირებს.

დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება.

ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც.

დღის ამბები