როგორია საზოგადოების განწყობა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +- 1.3%
კვლევის თანახმად 23% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 19 %-ის აზრით საერთოდ არ იცვლება, 49% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 8% კი უარს ამბობს პასუხზე.