როგორია საზოგადოების განწყობა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +- 1.3%
კითხვაზე რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, პასუხებში პირველ ადგილზე 59%-ით არის უმუშევრობა, 42%-ით ფასების ზრდა/ინფლაცია, 19% სიღარიბე, 17% ლარის გაუფასურება , მე-5 ადგილზე კი დაბალი ხელფასებია 16%-ით.