16 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
კახა კალაძე 66.2%, ნიკა მელია 33,8%, "ქართული ოცნება" 46.3%, "ნაციონალური მოძრაობა" 23.35 - "ოცნებამ" შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიდ დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს ეხებოდა.

"ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების მიხედვით.

პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც, პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს რეიტინგებს. 2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენ მიერ თბილისში ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს. კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 3446 რესპონდენტი საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა, ანუ გამოკითხულთა 73.2%, ცდომილების ზღვარი 2,2%-ს შეადგენს. წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს:

კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატმა, ნიკა მელიამ და კახა კალაძემ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები შემდეგი სახით განაწილდებოდა - კახა კალაძე 66.2%, ნიკა მელია 33.8%. აღნიშნული რიცხვები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია მოგება.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები: "ქართული ოცნება" 46.3%  "ნაციონალური მოძრაობა" 23.35% "გირჩი-მეტი თავისუფლება" 5.3%  "საქართველოსთვის" 5.2% "მოქალაქეები" 3.3% "სტრატეგია აღმაშენებელი" 2.3% "ლელო" 2.3% "პატრიოტთა ალიანსი" 2.1% "ევროპული საქართველო" 1.4% "გირჩი" 1.2% "ლეიბორისტული პარტია" 0.9% "ერთიანი საქართველო" 0.8%, სხვა პარტიები 5.6%.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში გაზრდილია და სავსებით საფუძვლიანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 50%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღოს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე წარმოადგინა რიცხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდებოდა საკრებულოში მანდატები, თუ არჩევნბი მათ მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების მსგავსად დამთავრდებოდა.

""ქართული ოცნება" 22 მანდატი , "ნაციონალური მოძრაობა"-11 "გირჩი-მეტი თავისუფლება" 3, "საქართველოსთვის"- 2 მანდატი, "მოქალაქეები" 2 მანდატი, მოსალოდნელია რომ "ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ ოლქში თბილისში. შესაბამისად კახა კალაძის გუნდი გუნდი საკრებეულოში სტაბილური უმრავლესობით, 50-წევრიდან 32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები