16 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
პირველ ადგილზე რომ "ქართული ოცნება" გავა ეს ფაქტია, 46%-ს აიღებს თუ 43%-ს არ ვიცი - ალეკო ელისაშვილი

46% "ქართულ ოცნებას", 2 % "ნაციონალურ მოძრაობას" - ასეთია "ქართული ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 49 დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის, რომ პირველ ადგილზე "ქართული ოცნება" გავა, უდავოა. 

"პირველ ადგილზე რომ "ქართული ოცნება" გავა ეს ფაქტია. 46%-ს აიღებს თუ 43%-ს არ ვიცი ნამდვილად, ახლა მკითხაობა გამოვა ჩემგან და არ მინდა ლელა კაკულიას შევეცილო თავის როლში. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი თბილისში, სადაც ჩვენი პოზიციები გაცილებით ძლიერია, კარგ შედეგს აჩვენებს და ჩვენ საკრებულოში დარწმუნებული ვარ, გავიყვანთ რამდენიმე ძალიან კვალიფიციურ და წესიერ ადამიანს, რომელიც მთელი შემართებით მოემსახურება ქალაქს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ "ოცნების" შიდა კვლევები, კვლევების კვლევით გადაფარვის მცდელობაა. 

""ქართული ოცნების" ეს შიდა კვლევები არის კვლევების კვლევით გადაფარვის მცდელობა. ძალიან უცნაურია, როდესაც "ქართულ ოცნებას" დაუწერა თავად "ქართულმა ოცნებამ" 46% და კახა კალაძეს დაუწერა 66%. ანუ რა გამოდის, რომ "ქართული ოცნების" აღიარებით კალაძეს 20%-ით მეტი აქვს რეიტინგი, ვიდრე "ოცნებას"? ისინი წერენ და კითხულობენ, და ქართველი ხალხი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე მივა და გააკეთებს არჩევანს," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ისინიც ატარებენ შიდაპარტიულ კვლევებს, რის მიხედვითაც "ოცნება" 30%-ზე მეტს ვერ იღებს.

""ქართული ოცნების" გარდა ჩვენც ვატარებთ შიდა პარტიულ კვლევებს და იქ ასეთი მონაცემები არ არის. 30%-ზე მეტს ვერ იღებს "ქართული ოცნება" ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების შიდა პარტიული კვლევებით და თავის თავს თუ დაიმშვიდებს "ქართული ოცნება" 46 კი არა 96% ჩაწეროს, უფრო მშვიდად იქნებიან," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

"ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებს არაფერი საერთო არ გააჩნია ობიექტურ რეალობასთან.

 

დღის ამბები