16 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
მერობის კანდიდატის წარდგენა გურჯაანში - პრემიერმა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

"ქართული ოცნება" აგრძელებს კახეთის რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას. პრემიერ მინისტრმა გურჯაანის მერობის კანდიდატი დაასახელა. ქართული ოცნების სახელით თვითმმართველობის არჩევნებში ზურაბ უტიაშვილი იყრის კენჭს.

კანდიდატის წარდგენისას პრემიერმა გურჯაანში და მთლიანად კახეთში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

"გურჯაანში ბოლო 7 წელწადში 100 ღვინის მარანი გაიხსნა. აქედან უმეტესობა სახელმწიფოს მიერ არის თანადაფინანსებული. კახეთში მევენეხეობის მიმართულებით 300 მილიონამდე შემოსავალი შემოდის, 2012 წელს ეს იყო დაახლოებით 50 მილიონი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე დავხარჯეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტ პროგრამებს დავაფინანსებთ ყველა რეგიონის მიხედვით. ჩვენ პრობლემების იდენტიფიცირება გვაქვს მოხდენილი და ვიცით რომელ რეგიონს და ქალაქს რა სჭირდება, რისი განვითარება შეიძლება და სწორედ ამ გეგმით ვაპირებთ სერიოზული ინვესტიციების  განხორციელებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემაც, კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა 24 საათიანი წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის სამუშაოებზე და განაცხადა რომ ყოველივე ეს კახეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

მერობის კანდიდატმა ზურაბ უტიაშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტშია და განაცხადა, რომ ის თავის ცოდნას და რესურსს მოახმარს იმას, რომ გურჯაანი იქცეს წარმატებულ პატარა ევროპულ ქალაქად.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები