"ქართული ოცნება" კახეთის რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამჯერად მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატი დედოფლისწყაროში დაასახელა. დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება. ის საზოგადოებას და ამომრჩევლებს პრემიერ მინისტრმა წარუდგინა.
"თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თითოეული რეგიონის მიხედვით და მუნიციპალიტეტის დონეზე. დედოფლისწყაროში ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩვენ გვყავს ღირსეული მერი, ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, კაცი რომელიც ჩადის ყველა სოფელში, ყველა უბანში, ის თავად ესაუბრება და ადგილზე წყვეტს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ავტორი: ავთო გვასალია