27 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
მთავარია ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა - კახა კუჭავამ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატს არჩევნებში წარმატებები უსურვა

"ქართული ოცნებამ" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი წარადგინა, ღონისძიებას მმართველი ძალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე.  

კახა კუჭავამ ნიკოლოზ ჯანიაშვილს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა და ადგილობრივი თვითმმართველობის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როგორ შეიძლება არ ვახსენო ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც მთელს საქართველოს მოუტანა წარმოუდგენელი სიხარული. ლაშა ბექაური, ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც თქვენი კუთხის შვილია და ნამდვილად საამაყო უნდა იყოს თქვენთვის და თითოეული ქართველისთვის.

მთავარი არის ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, ძლიერი მერი. ის საკრებულოს გუნდი, რომელიც გვერდში დაუდგება და ყველა დაწყებულ პროექტს ბოლოში მიიყვანს," - განაცხადა კახა კუჭავამ. 

ავტორი: ავთო გვასალია 

დღის ამბები