ქუთაისის მერიამ გასულ ერთ თვეში რესტორნებში 16 000 ლარი დახარჯა - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ შეზღუდვებს "ქართული ოცნება" მხოლოდ უბრალო ადამიანებისთვის აწესებს და არა ჩინოვნიკებისთვის.
ქუთაისის მერია კი "ნაციონალურ მოძრაობას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი თქმით ეს თანხა წარმოადგენს გეგმიურ ხარჯებს და არანაირ კავშირში არაა ფაქტობრივ ხარჯებთან. როგორც მერიაში ამბობენ ეს ხარჯები იყო დელეგაციების მასპინძლობისთვის და არა მერიის თანამდებობის პირების კვებითი მომსახურებისთვის.