აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა. საომარი ვითარება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
სწორესდ აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული და უკვე იდენტიფიცირებული 5 პირის ნეშტი ესვენა სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში. 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 2 სამხედრო პირი დღეს დაკრძალეს.