ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრებს ირჩევენ. ისენი არ არიან პარტიული კვოტით გათვალისწინებული წევრები. თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობასა და უპარტიობას.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებით, 12-ვე წევრი, "ქართული ოცნების" დანიშნულია.
"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებულება ფარული ვიდეო მასალაა, სადაც ასახულია შესარჩევ წევრებთან სატელეფონო საუბრები.