16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"თინა ბოკუჩავა არ იქნება ფოთში მერობის კანდიდატი" - ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე

დღეს საღამოს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატების წარდგენაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ წინასწარ დაანონსებული ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა არ წარადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის ცნობით, საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში აცნობებენ მოსახლეობას.

"თინა ბოკუჩავა არ იქნება ფოთში მერობის კანდიდატი, ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნება, ეს საკითხი ჯერ კიდევ არის ბჭობის საგანი და ვნახოთ რა გადაწყდება. მარტო ფოთი კი არა სამეგრელოდან მხოლოდ ზუგდიდის ხობის და მარტვილის კანდიდატები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი" -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

დღის ამბები