პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია-პერფომანსი გამართეს - "გამოგვიძახე ტაქსი".
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის წევრები მოითხოვენ, გაიზარდოს მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა და გაკონტროლდეს მგზავრთა რაოდენობა, ისე როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.