16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
მოახლოებული არჩევნები - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში საკრებულოს წევრობის საერთო კანდიდატები დაასახელა 

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში საკრებულოს წევრობის საერთო კანდიდატები დაასახელა. მანდატებისთვის "დროას", "ევროპული საქართველოს", და "გირჩის" წარმომადგენლები იბრძოლებენ, მათ ნიკა მელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობა" კონკურენტებს არ უყენებს. კანდიდატებს შორის ელენე ხოშტარიაც არის, ის გლდანის მოსახლეობის ხმების მოპოვებას შეეცდება.

თვითმმართველობის არჩევნები გაერთიანებული პარტიების ლიდერებისთვის სხვა დატვირთვის მატარებელია, პირველ რიგში კი აქცენტს პოლიტიკური შეხედულების განსხვავებაზე აკეთებენ, რის ფონზეც ერთ პოზიციაზე შეჯერება შეძლეს.

4 ოპოზიციური პარტიის ერთობაში კარი ღია რჩება, თუმცა პოლიტიკური ძალების უმრავლესობა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გზას ირჩევს.

მარათონში დამოუკიდებლად ჩართვის გეგმებს არ ცვლიან სხვა პარტიები. ნაწილისთვის ერთობის სტრატეგია გაუგებარია, ნაწილი კი მიზნის მიღწევას და ოპოზიციური ხმების მაქსიმალურად მობილიზებას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმედოვნებს. 

ოპოზიციური ერთობის და მის მიღმა მყოფი პარტიების შედეგების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი სახელისუფლებო გუნდი. ამბობენ, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩეველი გადაწვეტილებას სწორედ მათ სასარგებლოდ მიიღებს და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. 

2 ოქტომბრამდე ერთ თვეზე მეტი რჩება, პარტიების უმრავლესობას კი კანდიდატები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც წარსადგენი ყავს. ამ მხრივ დატვირთული აგვისტოს ბოლო და სექტემბერი იქნება.

დღის ამბები