16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
საქართველოს 30-მდე მოქალაქე კვლავ ქაბულიდან ევაკუაციას ელის - რა შეცვალა თალიბანის გამარჯვებამ ავღანეთსა და მსოფლიოში

საქართველოს 30-მდე მოქალაქე ავღანეთიდან ევაკუაციას ელის - მათგან ორი ფაქტობრივად აეროპორტშია, უმრავლესობა კი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, იქ მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ქაბულში ვითარება გუშინდელთან შედარებით სტაბილურდება, თუმცა არ ნელდება მოსახლეობის სურვილი, გაიქცეს ქვეყნიდან.

ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვებამ ევროპა მიგრაციის გამოწვევის წინაშე დააყენა. დასავლელ ლიდერებს არ სურთ 2015 წლის გამოცდილების გამეორება, თუმცა ამბობენ, რომ პასუხისმგებლობასაც არ გაურბიან.

ავღანელი ხალხის სასოწარკვეთაზე პასუხისმგებლობა ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონს არაერთხელ დააკისრეს. ამ კრიტიკის ფონზე, შტატების 46-ე პრეზიდენტმა ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ გადაწყვეტილების სისწორეს. ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გასვლის ბრძანება უალტერნატივოდ შეაფასა NATO-ს სახელით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რა იქნება შემდეგ? როგორი იქნება ცხოვრება ავღანეთში? შეასრულებს თუ არა დაპირებას თალიბანი, რომ ავღანელი ხალხის უსაფრთხოებას და უფლებებს დაიცავს - კითხვები უფრო მკაფიო და ბევრია, ვიდრე პასუხები. დასავლეთი პირობას დებს, რომ ავღანელ ხალხს არ მიატოვებს და პროცესებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება.

დღის ამბები