პანდემიის ფონზე მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი - საკუთარი მერობის კანდიდატები ჯერ კიდევ არ დაუსახელებიათ "ლელოს" და გიორგი ვაშაძის "მესამე ძალას“. საარჩევნო გეგმების გასაჯაროებას ისინი უახლოეს პერიოდში გეგმავენ. "ლელოში" არ მალავენ, რომ კონკრეტულ ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში შესაძლოა, მხარი ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭირონ.
"ივანიშვილი უნდა დამარცხდეს ახლაც და შემდეგი წლის ეროვნულ არჩევნებზეც, "ლელოს" ნებისმიერი კონფიგურაცია და ყველა კანდიდატი, რომელსაც ლელო წარადგენს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ამ მიზნის სრულყოფილად შესრულებას, - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.
"ლელოზე" კიდევ უფრო გვიან აპირებს საარჩევნო პოლიტიკის პრეზენტაციის გამართვას გიორგი ვაშაძის გუნდი.
"დაგეგმილი გვქონდა კანდიდატების დასახელება, პანდემიიდან გამომდინარე ერთი კვირით გადავავადებთ და აგვისტოს ბოლოს გადავალთ აქტიურ ფაზაში, ვაფუძნებთ ჩვენს წარმატებას არა ვიღაცის ლანძღვაზე და ტალახის სროლაზე, არამედ კონკრეტულ შეთავაზებებს ვთავაზობთ საზოგადოებას და ამასთან ერთად, გვინდა, რომ ხალხის სატკივარი, ხალხის ხმა ისმოდეს ყველგან. გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ჯგუფი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან,“ - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.