"ქართული ოცნება" კანდიდატების დასახელებას აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდი უკვე მეორე დღეა აჭარაში საკუთარ კანდიდატებს ასახელებს. უმრავლესობა დარწმუნებულია გამარჯვებაში და თვლის, რომ ვერც ერთი ოპოზიციის კანდიდატი მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. მათივე შეფასებით, ოპონენტების ერთობა მხოლოდ ფასადურია.
"ვაგრძელებთ ჩვენი კანდიდატების წარდგენას. ეს მთიანი აჭარის რეგიონია. ეს ის რეგიონებია, სადაც ჩვენ ნამდვილად ბევრჯერ დავატყეთ ხელი ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენს კანდიდატებს არ გაუჭირდებათ გამარჯვება. მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა ეს საქმით. დარწმუნებული ვარ ახლა ასე იქნება. შეიძლება წინასაარჩევნოდ ცდილობდნენ ერთობას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა და უკვე ჩანს ამის ნიშნები. ხალხი ბრძენია, 2 ოქტომბერს ვნახავთ, რეალურად ვინ არის ხალხის რჩეული,“ - აცხადებს კახა კუჭავა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატებს პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვების შანსი აქვთ.