16 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას აცნობს

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას აცნობს. პრიორიტეტების შესახებ მამუკა წოწერია ამჯერად სოფელ ინგირისა და ოირემეს მოსახლეობას ესაუბრა.

მთავარი პრობლემა სოფელში წყალმომარაგების უზრუნველყოფაა. წოწერია ამბობს, რომ 300 ოჯახისთვის წყლის პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, სოფლების მთლიანი დაქსელვა კი უკვე გეგმაშია და მას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

"ქართული ოცნების" კანდიდატი ინგირში ფერმერებსაც შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა.

დღის ამბები