19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
"ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა 

ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან.

"ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩაზე გამართა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბაშალეიშვილის ქუჩის სტადიონის ირგვლივ სივრცის გამწვანება და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სურთ.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ.

დღის ამბები