16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, 5 კაცი დაჯდებოდა და გადაწყვეტდა - ამას დახვრეტა, ამას დაჭერა, ამას გაკულაკება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქედის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას წინა ხელისუფლებისას არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო "მაფიოზური სახელმწიფო."

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გამოცდილებები "ქართულმა ოცნებამ" "წარსულში დატოვა."

"გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაა საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ქვეყანა და ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ ნახეთ კარგად, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი - სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი, მისი სახით, რა თქმა უნდა, ამ დროს ის გარბოდა ბრძოლის ველიდან. 

ასეთი არაკაცების და ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ, კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას, ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, სააკაშვილის დროს. მაფიოზური კლასიკური გაგებით - 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა და გადაწყვეტდა - ამას დახვრეტა, ამას დაჭერა, ამას გაკულაკება - ბიზნესის კონფისკაცია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ, ყოველდღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენ წარსულში ჩავტოვეთ,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები