16 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს

პარტია "საქართველოსთვის" წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

როგორც ის ყვება, ბართაია სურამში პოლიტიკური საქმიანობისთვის მიემგზავრებოდა, რა დროსაც მცხეთაში პოლიციამ გააჩერა და მანქანიდან გადაიყვანა.

გახარიას გუნდის წევრის განცხადებას "ქართული ოცნება" ეხმაურება. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, გახარიას გუნდის არგუმენტები არადამაჯერებელია და ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

დღის ამბები