ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია - სამშობლოში დაბრუნებას კიდევ 16 ქართველი ელოდება.
მთავარი პრობლემა ქაბულში გადაადგილებაა - სწორედ ეს აფერხებს მათ მიყვანას აეროპორტამდე, სადაც ბაზას ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები აკონტროლებენ.
ავღანეთი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება - თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი უკვე ქვეყანაშია. რადიკალური დაჯგუფება სამოქმედო გეგმაზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს, თუმცა ამ გეგმებს და სტრატეგიას ნაკლებად ელოდება მოსახლეობა - გაქცევის მსურველთა საგანგაშო რაოდენობა მზარდია, ეს კი თავის მხრივ ევროპისთვის დამატებითი თავის ტკივილია. გამოწვევის აღიარების პარალელურად დასავლური ქვეყნების ნაწილმა ლტოლვილები უკვე მიიღო.