მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი. მამუკა წოწერია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მოსახლეობას ამჯერად სოფელ ცაცხვში შეხვდა.
პოლიტიკოსები ადგილობრივებს მთავარი პრობლემის - წყალმომარაგების და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას უახლოეს პერიოდში დაპირდნენ.