16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0%-ით ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 %-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7%-ით.

დღის ამბები