"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განცხადება გააკეთეს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი ემიჯნებიან მათივე კოლეგის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და ელოდებიან 21-რიცხვს, როდესაც დაპირებული 7 პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს. მათ შორისაა ხელფასების მატება.