16 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"პლატფორმა "20/20" კავშირშია კოდუებთან და ატარებს "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას" - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სამოქალაქო პლატფორმა "20/20"-ის ანგარიშს ეხმაურება. 

პლატფორმა "20/20"-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას და შეარჩია ისეთი ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

ექსპერტის თქმით, პლატფორმა "20/20" გასულ წელს შეიქმნა, პირდაპირ კავშირშია კოდუებთან და ოპოზიციის, კერძოდ, კი "ნაციონალური მოძრაობის"ინტერესებს ატარებს. 

"არსებობს "ჰაბ საქართველო" რომლის თავმჯდომარეც არის კოდუა და მისი პრეზიდენტი "20/20"-ის დამფუძნებელი ვასო ურუშაძეა. მოხდა კოდუების ფულის მობილიზება "ჰაბ საქართველოში", გაიარეს ტრენინგები უკრაინაში და დაიწყეს არასამთავრობო სექტორში საქმიანობა. ეს არის პირდაპირ მხარე. ეს გამოჩნდა 2020 წლის არჩევნებზეც, როდესაც ცდილობდნენ ჩაეშალათ ცესკო-ს სხომა და შეცდომაში შეეყვანათ მოსახლეობა. ახლაც ცდილობენ უარგუმენტო ბრალდებებით ცესკო-ს დისკრედიტაციას. ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია "ნაციონალურ მოძრაობასთან", გვევლინება სამოქალაქო სექტორში. მისი ერთადერთი მიზანია მოახდინონ ნაცმოძრაობის პოზიციების გამყარება,"-განაცხადა ჩიხელიძემ

პლატფორმა "20/20"-ის ანგარიშს გამოეხმაურა ცესკოც.

"სამოქალაქო პლატფორმა "20/20"-ის მიერ დღეს გაკეთებული  შეფასებები, კვლავ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. საუბარი იმაზე, რომ არჩეული ადამიანები, რომელიმე პარტიის ინტერესებს ატარებენ, რბილად რომ ვთქვათ არასწორია",- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

დღის ამბები