საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა.
"დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.
იგი სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მივაბარეთ მშობლიურ მიწას და ამით კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს, რომელთა მსახურებას დაუმარცხებელმა გენერალმა სიცოცხლე მიუძღვნა.
მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.