"მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით - თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრიანაში იმყოფება.