ანგელა მერკელი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ეს, კანცლერის რანგში, მერკელის უკანასკნელი ვიზიტი იყო.
"ჩვენ ვცდილობთ მომდევნო რამდენიმე კვირაში გვქონდეს წინსვლა, რათა დავიცვათ უკრაინაში მცხოვრები ხალხის ინტერესები. ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი განცხადების, რომ ყირიმის ანექსია არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცავთ ამ პოზიციას,"-აღნიშნა მერკელმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც განახორციელოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით.
"რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც განახორციელოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით. კონტრაქტების მოცულობა და პირობები დაკავშირებულია ევროკავშირის საჭიროებებზე,"-აღნიშნა პუტინმა.