პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
ანა დოლიძის თქმით, ეს არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა.
ვაკეში, პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით, მაჟორიტარ კანდიდატად იბრძოლებს, პარტიის სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი - ბიზნესმენი, "საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი, "საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის" დამფუძნებელი.
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატია ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - „საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი; ფერმერული რძის პროდუქტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი.
ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია - სერგო ლომიძე - ეკონომისტი და იურისტი. საქმიანობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, პარტია "ხალხისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი.
დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატია - ნინო წულაძე - ჯიპას საერთაშორისო სამართლის მაგისტრანტი. ლიეტუვას მთავრობის სტიპენდიანტი, პარტია "ხალხისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია - თამარ ჭიჭინაძე - ექიმი თერაპევტი, აქვს მიუნხენის და ობერკოხენის ორთოკინეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების კვალიფიკაცია;
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია - ნინო ქოქოსაძე - ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი, ადამიანური რესურსების მენეჯერი;
ისანის მაჟორიტარობის კანდიდატია - კობა კობახიძე - იურისტი, სამართლის ექსპერტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი;
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატია - მაია კეკუა - ექიმი, კლინიკა ,,ულტრასონდის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატია - მიხალის ირემაძე - იურისტი, მწერალი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი;
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატია - ირაკლი თედორაძე - იურისტი, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მმართველი, პარტნიორი ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.