პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას.
"პრემიერ-მინისტრი ეწვია უკრაინაში სამხედრო ბაზას უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ეს გახლავთ ერთობლივი საწვრთნელი ბაზა, სადაც სართაშორისო წვრთნებში იღებენ მონაწილეობას ქართველი სამხედროებიც. ეს არის ევროპაში ერთ-ერთი დიდი ბაზა. ჩვენი ურთიერთობა სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში რა თქმა უნდა არის განსაკუთრებული და გამორჩეული.
უკრაინა არის ჩვენი ძალიან გამორჩეული პარტნიორი როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.